10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა ეგზიტპოლისთვის, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Edison Research-მა განახორციელა და ”რუსთავი 2”-სა და ”იმედის” დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხულთა 49% თქვა უარი პასუხზე. დადები პასუხები კი 16 საათის მონაცემებით ასე განაწილდა:
გიგი უგულავა: 61%
ირაკლი ალასანია: 17%
გია ჭანტურია: 10 %
ძვიად ძიძიგური: 6%
გოგი თოფაძე – 5%;
დანარჩენ კანდიდატებს ხმათა 1% აქვთ.
პარტიების მონაცემები კი ასე განაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 60
ალიანსი საქართველოსთვის – 16
ქრიტიან-დემოკრატები – 10
ეროვნული საბჭო – 7
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 5
Edison Research -ის განცხადებით ცდომილება 2%-ია.
ედისონ რისერჩი აშშ-ს მთავარ სატელევიზიო ქსელებისა და ასოშეიდეტ პრესისთვის ეროვნული არჩევნების გამოკითხვის შედეგების ექსკლუზიური მიმწოდებელია.
საველე სამუშაოები თბილისში ერთერთმა ქართულმა ორგანიზაციამ ჩაატარა ედისონ რისერჩის კითხვარის მიხედვით. ქართული კომპანიის ვინაობას არ ასახელებენ.