ახალი ამბები

ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება

2 თებერვალი, 2023 • 736
ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება

პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა საქართველოს მთავრობას მიმართავს, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რათა ამ უკანასკნელმა უცხოეთში მკურნალობა შეძლოს.

ფოტიგას განცხადებით, სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას დიდი გავლენა ექნება საქართველოს მომავალზე.

ფოტიგა არის ინიციატორი გადაუდებელი დებატებისა, რომელიც ევროპარლამენტში დღეს გაიმართა. ევროპარლამენტარი ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც 1 თებერვლის სასამართლო სხდომიდან სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

ამავე თემაზე

ევროპაში “ოცნების” პარტნიორი პარტიის წევრი სააკაშვილის გაშვებას 2 მიზეზით ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი