ახალი ამბები

ევროპაში “ოცნების” პარტნიორი პარტიის წევრი სააკაშვილის გაშვებას 2 მიზეზით ითხოვს

2 თებერვალი, 2023 • 1053
ევროპაში “ოცნების” პარტნიორი პარტიის წევრი სააკაშვილის გაშვებას 2 მიზეზით ითხოვს

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი აცხადებს, რომ სხვა კოლეგებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, თუმცა ახლა მისი სასჯელის შეწყვეტას უჭერს მხარს 2 მიზეზით. 

ამის შესახებ მან განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მიმდინარე გადაუდებელ დებატებზე.

ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტში არის „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წევრი.

მისი თქმით, ევროპარლამენტში ყველა მიიჩნევს დიდ პრობლემად პოლარიზაციას საქართველოში.

“ყველა მოვუწოდებდით სააკაშვილს, არ ჩასულიყო ქვეყანაში უკანონოდ, მაგრამ მან გადაწყვიტა ასე გაეკეთებინა [2021 წლის] საარჩევნო კამპანიისას.

ჩვენ გვსურს მისი პატიმრობის შეჩერება, რათა სააკაშვილმა შეძლოს საზღვაგრარეთ მკურნალობა. ეს გვსურს ჰუმანიტარული მიზნებისთვის და ასევე იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ეს უფრო ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებას შექმნიდა საქართველოში”, – განაცხადა სანჩეს ამორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი