ახალი ამბებირეკლამა

დავით ფერაძე ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო

2 თებერვალი, 2023 • 445
დავით ფერაძე ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრორიგით 71 ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა 2022 წელი შეაჯამეს და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს.

გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში.

გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.