ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნების“ ხუთი საჩივარი

30 მაისი, 2010 • • 1187
„სამართლიანი არჩევნების“ ხუთი საჩივარი

აჭარის ხუთ ოლქში სამართლიან არჩევნებს, არჩევნების დამთავრების დროისთვის, სულ ხუთი საჩივარი აქვს დაწერილი.

ბათუმში, 79 ოლქში, ,,სამართლიანი არჩევნების,, დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერეს 81-ე სპეცუბანზე, მათგან ერთი ეხებოდა წილისყრით ფუნქციების განაწილებას, ანუ ერთ-ერთი პიროვნების ფუნქცია წინასწარ იყო დანიშნული. შესაბამისად, წილისყრა განმეორებით ჩატარდა.

მეორე საჩივარი უკავშირდებოდა კენჭისყრის დაგვიანებით დაწყებას: 81-ე უბნის ამომრჩეველი არ ირჩევდა მაჟორიტარ კანდიდატს, მაგრამ უბანში მიიტანეს მაჟორიტარული ბიულეტენები. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის მადონა ბერიძის თქმით, „პროცესი ამ ბიულეტენების უკან წამოღებამ დააყოვნა“.

მესამე საჩივარი დაიწერა 16-ე უბანზე, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტზე.

 

გარდა ამისა, “სამართლიანმა არჩევნებმა” ბათუმის 22-ე უბანზე ხუთი ფაქტი დააფიქსირა, როცა ხმის მიცემის მცდელობა იყო განმეორებით. ანუ ხუთ ამომრჩეველს დახვდა ხელი მოწერილი და ხმა მიცემული.

 

ასევე დარღვევა დაფიქსირდა ქობულეთის მე-2 უბანზე. ამ უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომლის პირადობაშიც რეგისტრაციის ადგილი არ იყო მითითებული.

 

“სამართლიან არჩვნებს” აჭარის ყველა ოლქში ჰყავდა დამკვირვებელი, თუმცა უბნებს სრულად ვერ ფარავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი