ახალი ამბები

„ლელო“ ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს

2 თებერვალი, 2023 • 1092
„ლელო“ ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს

„ლელო“ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძის  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სასწრაფოდ დაბარებას ითხოვს.

ამის შესახებ დღეს, 2 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულ მოთხოვნას წინ უძღოდა პირველ თებერვალს  ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება, რომლის ავთენტურობაც აბაშიძემ დაადასტურა. ჩანაწერში აბაშიძე და კარასინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია რა ახალ პროექტებზეა საუბარი.

„თქვენ იცით, რომ რუსეთი დღეს სანქციების რეჟიმის ქვეშ და სანქციების რეჟიმის თავის არიდებისთვის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს თანამონაწილეობით სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ამაში მათ მოკავშირე არის სწორედ საქართველოს ხელისუფლება, როგორც იკვეთება ამ ჩანაწერიდან, სადაც ზემდგომი ესაუბრება საკუთარი ქვეშევრდომის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს. ცხადია, აბაშიძეს არავინ ეკითხება გადაწყვეტილების მიღებას, ის უბრალოდ შუამავალია რუსეთსა და ბიძინა ივანიშვილს შორის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


აბაშიძე და კარასინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ „კიბერ კმარას“ მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერი მასსა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინს შორის ავთენტურია.

აბაშიძის თქმით, ჩანაწერი ორჯერ მოისმინა, მაგრამ ვერ მიხვდა, „სასკანდალო რა არის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი