ახალი ამბები

ზელენსკი: „ვისკენაა საქართველო? ნეიტრალურია თუ რუსეთის მხარეზეა?“

1 თებერვალი, 2023 • 1075
ზელენსკი: „ვისკენაა საქართველო? ნეიტრალურია თუ რუსეთის მხარეზეა?“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კითხულობს, თუ ვის მხარეს არის საქართველო და მისი მთავრობა – ნეიტრალურია, რუსეთის მხარეს იჭერს თუ უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგაა.

„ინტერფაქს უკრაინის“ ცნობით, ეს განცხადება მან კიევში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას, ზელენსკიმ იკითხა:

„საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვის მხარეს არიან დღეს? ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? იმიტომ, რომ რუსეთი საკუთარ პოლიტიკოსებს ისევე ეპყრობა, როგორც საქართველოს ხელმძღვანელობა არა უკვე საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ასე შემდეგ?“, – კითხულობს იგი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი „დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალურობის საკითხს, თუმცა არ ესმის საქართველოს ამგვარი დამოკიდებულება სააკაშვილისადმი“.

ამავე პრესკონფეცერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი სააკაშვილის მკვლელობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი