ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

1 თებერვალი, 2023 • 1039
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე კვლავ გრაფიკი დაწესდა. შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური ელექტროკომპანია ” ჩერნომორენერგო”.

დაწესებული გრაფიკის შესაბამისად, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღე-ღამეში სამჯერ, 2-2-1 საათით შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

აფხაზეთში ენერგოდეფიციტის ფონზე, ზამთრის პერიოდში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება  იზრდება. კომპანია “ჩერნომორენერგოს” ოფიციალური ინფორმაციით კი, დაწესებული შეზღუდვები დაწესებული ელექტროსადენებზე დატვირთვის გამო შესაძლო ავარიების თავიდან ასაცილებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.