ახალი ამბები

გაყალბებული ხმები

30 მაისი, 2010 • • 1156
გაყალბებული ხმები

ბათუმში, 79 ოლქის მე-17 უბანზე, ორ მოქალაქეს – ნატო კვინტრაძესა და ლაშა ადამიას- ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. ეს ორი მოქალაქე უბანში 19:15 საათზე გამოცხადაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ნაცვლად ხმა უკვე მიცემული იყო.

მე-17 უბანში სულ 1452 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; 12 საათისთვის ამ უბანზე 288 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. 17 საათისთვი ამომრჩევლის რაოდენობამ 560-ს მიაღწია.

მე-17 უბანზე სხვა დარღვევაც დაფიქსირდა – სადემონსტრაციო ოქმებზე არ არის მითითებული არც ბეჭდების და არც უბნის ნომრები. ასევე ხარვეზებით მუშაობს მარკირების აპარატი. მარკირების აპარატის ხარვეზით მუშაობის გამო, ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეწყდა.

“ალიანსი საქართველოსთვის” ამ ფაქტებთან დაკავშირებით საჩივარს წერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი