ახალი ამბები

დეკანოიძე ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

31 იანვარი, 2023 • 1413
დეკანოიძე ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს, 31 იანვარს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ენმ-ის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. კერძოდ, ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებენ, ის მზადაა, საკუთარ გუნდთან ერთად დატოვოს პარლამენტი და ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული მანდატები საკრებულოებში.

დეკანოიძის თქმით, მთავარი ამოცანა სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა, თუმცა პარტია კოლეგიალური ორგანოა და ყველას სჭირდება მოსაზრებების კოლეგებთან გაზიარება, განსაკუთრებით კი ისეთი სერიოზული განცხადებების გაკეთებამდე, როგორიც ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა.

„რეალურად, მხოლოდ განცხადებები კეთდება და იმის უკან კონკრეტული ცვლილებები არ ხდება. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, იმიტომ, რომ პოპულისტურ პოლიტიკას, უბრალოდ, მომავალი არ აქვს[…] მე ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დავტოვო და შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხაბეიშვილი: მიშას თავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, ოფისიც გადავუფორმოთ ბიძინას

მასალების გადაბეჭდვის წესი