ახალი ამბები

ხაბეიშვილი: მიშას თავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, ოფისიც გადავუფორმოთ ბიძინას

31 იანვარი, 2023 • 1008
ხაბეიშვილი: მიშას თავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, ოფისიც გადავუფორმოთ ბიძინას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებენ, ის მზადაა, საკუთარ გუნდთან ერთად დატოვოს პარლამენტი და ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული მანდატები საკრებულოებში.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის მზადაა, ხელისუფლებას „ოცნება“ აუსრულოს და ბრძოლა „მინუსებიდან“ დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ ამის შედეგი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოს პარტიამ საპარლამენტო ინსტრუმენტები:

„მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, აქედან ვუთვლი რუსულ ოცნებას, ძვირფასებო, ხომ გინდათ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს, თუ ისინი დააყენებენ შედეგს, რომელიც იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება? მე, ლევან ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობა, მისი თავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა მინუსებიდან. ეს ხომ მათი ოცნებაა, ეს შედეგი თუ დადგება, დღესვე მზად ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, 10 წუთში ეს პრობლემა მოვაგვაროთ“, — ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი