ახალი ამბები

ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ – ზარქუა

30 იანვარი, 2023 • 1782
ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას და ამბობს, რომ ხაბეიშვილი მისი „ფავორიტი“ იყო.

ზარქუას თქმით, ხაბეიშვილი არის ენმ-ის სახე.

„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი ხაბე, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე. ხაბე არის სიმბოლო ნაცების, მორჩა[…]

ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ უნდა მუშაობა. ახლა პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ – გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა დროა თავის პარტიაშიც აჩვენოს როგორ უნდა მუშაობა. მე გამიხარდება, თუ იმ შეცდომებზე ისწავლის, რაც თავის პარტიაში ჰქონდათ წინამორბედებს“, – განაცხადა ზარქუამ.


დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

ვრცლად:

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი