ახალი ამბები

გელათში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა

30 იანვარი, 2023 • 596
გელათში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

არქიმანდრიტი ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

რაც შეეხება ეკლესიის ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, ქუთაის-გაენათის ეპარქია ამბობდა:

„გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი