ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე ზაზა ალექსიძე გარდაიცვალა.
ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია.
თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.