ახალი ამბები

“ალიანსი საქართველოს” წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

30 მაისი, 2010 • • 1628
“ალიანსი საქართველოს” წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

მთაწმინდის ოლქის 43–ე სპეცუბნიდან საარჩევნო ბლოკის “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელ გიორგი კასრაძეს უბანი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან უბნის კომისიის თავმჯდომარის სახელზე საჩივარი დაწერა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის თქმით, მათი წარმომადგენელი იქ იმყოფებოდა. საიას დამკვირვებლის თქმით, უბნის დატოვება იყო უსაფუძვლო.

საჩივარი, რომელიც გიორგი კასრაძემ კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერა, ეხებოდა სპეციალურ უბანზე შეირაღებული პირების გადაადგილებას.

43–ე სპეციალურ უბანზე სამხედრო მოსამსახურეები აძლევენ ხმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი