ახალი ამბები

ზღვაში 24 დღით დაკარგული კაცი ამბობს, რომ კეტჩუპის ჭამით გადარჩა

24 იანვარი, 2023 •
ზღვაში 24 დღით დაკარგული კაცი ამბობს, რომ კეტჩუპის ჭამით გადარჩა

47 წლის კაცი, რომელიც კარიბის ზღვაში 24 დღის განმავლობაში იალქნიანი ნავით იყო დაკარგული, ამბობს, რომ კეტჩუპის ჭამამ გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ელვის ფრანსუა ამბობს, რომ ნავის შეკეთების დროს ამინდი გაუარესდა და დინებამ გაიტაცა, მან კი არ იცოდა ნავიგაცია და ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდა. მისი თქმით, ნავზე მხოლოდ ერთი ბოთლი კეტჩუპი, ნივრის ფხვნილი და ბულიონის კუბები ჰქონდა, რომელსაც წყალში ხსნიდა და სვამდა.

“ოცდაოთხი დღე – არავითარი მიწა, არავინ, ვისთან საუბარსაც შევძლებდი. არ იცი, რა ქნა, არ იცი, სად ხარ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში დავკარგე იმედი. ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი”, – ამბობს ფრანსუა.

კოლუმბიის საზღვაო ფლოტის თანახმად, ის კოლუმბიაში, პუერტო ბოლივარის პორტიდან ჩრდილო-დასავლეთით 222 კილომეტრის მოშორებით იპოვეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავიდან მაშველებმა იალქნიანი ნავის ბორტზე შენიშნეს ამოტვიფრული სიტყვა – “დამეხმარეთ”.

გარეკანის ფოტო: კოლუმბიის საზღვაო ძალების პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი