ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, აფხაზი კრიმინალი ქართულ მხარეს თავს აფარებს

23 იანვარი, 2023 • 1643
სოხუმის ცნობით, აფხაზი კრიმინალი ქართულ მხარეს თავს აფარებს

სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, მოქალაქე რუსლან გამისონია, რომელიც დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მიერ განზრახ მკვლელობის და გულრიფშის სასამართლოს მიერ რუსეთის ორი მოქალაქის გაუპატიურების მუხლებით არის გასამართლებული, 2022 წლის ზაფხულის შემდეგ საქართველოს აფარებს თავს.

სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციითვე, 2023 წლის 18 იანვარს რუსლან გამისონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კიდევ ორი მუხლით აღძრა – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა და საჯარო მოწოდებები მედიაში აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, რუსლან გამისონია აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწოდებებს სოციალურ ქსელ «Tik Tok»-ზე ავრცელებდა.

რუსლან გამისონიას შესახებ დე ფაქტო პროკურატურის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ, თუმცა სუს-ში კომენტარს არ აკეთებენ დე ფაქტო აფხაზეთში გავრცლებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი