ახალი ამბები

საარჩევნო სუბიექტი დამკვირვებლად საარჩევნო უბნებში

30 მაისი, 2010 • 1042
საარჩევნო სუბიექტი დამკვირვებლად საარჩევნო უბნებში

ქუთაისში, ვაკისუბნის ოლქში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი იმედა გიორგაძე დამკვირვებლის სტატუსით ამავე ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში იმყოფებოდა. მას თან ჰქონდა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული პარტიის წარმომადგენლის მოწმობა მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ უბნებზე.

იმედა გიორგაძეს ვაკისუბნის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ №110 უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნა, რადგან მოწმობაში ეს უბანი გამორჩენილი იყო. კანდიდატს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და უბანი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი