ახალი ამბები

ზეწოლის და სხვა დარღვევების ფაქტები

30 მაისი, 2010 • • 1052
ზეწოლის და სხვა დარღვევების ფაქტები

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” არჩევნებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ასევე იმ დარღვევებზე, რომლებიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სამ საათამდე გამოავლინეს.

ამ დრომდე სამართლიან არჩევნებს 11 საჩივარი აქვს შეტანილი.

რაც შეეხევბა ზეწოლის ფაქტებს, ეკა სირაძის, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგნელის თქმით, იგი გამოვლინდა ამ ორგანიზაციის დამკვირვებლებზე ჩოხატაურსა და რუსთავში. ასევე ორგანიზაცია საუბრობს მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე, რომელსაც “სამხრეთ კარიბჭის” ჟურნალისტებიც ადასტურებენ.

გარდა ამისა, ამ დრომდე “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოვლენილ დარღვევათა შორის არის გაყალბება და გაყალბების მცდელობები კასპში, ქუთაისსა და ბათუმში.

იყო არეულობის ფაქტებიც, რაც გამოვლინდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნით, ასევე უბანზე ქაოსით, რომელიც გამოწვეული იყო ნაკადის მომწესრიგებლის მიერ ფუნქციის ვერშესრულებით.

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი შეჩერდა ხარაგაულის, ჩხოროწყუს და ონის რამდენიმე უბანში.

ხარაგაულის და ონის შემთხვევაში, კენჭისყრის პროცესის შეჩერების მიზეზი გახდა მაჟორიტარული ბიულეტენების შეცდომით მიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი