ახალი ამბები

„თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან“ – უკრაინის საგარეოს პრესსპიკერი

19 იანვარი, 2023 • 929
„თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან“ – უკრაინის საგარეოს პრესსპიკერი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები „რევერანსებს ცვლიან“. იგი ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს მთავრობის შექებას და „ქართული ოცნების“ ლიდერების საპასუხო განცხადებებს.

„საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ეს განცხადება მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც შეაქო საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისადმი აგრესიის დაწესებული სანქციებისთვის არმიერთების გამო.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაუსჯელი დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან. აგრეთვე მივიჩნევთ, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობის მოპოვებაზე“, – წერს ნიკოლენკო.

მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად საქართველოს გვერდით იყო, ხოლო ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი „პოლიტიკურ უნამუსობას“ ავლენს.

„უკრაინა, როგორც მთავრობის, ასევე ხალხის დონეზე, მუდმივად საქართველოს გვერდით იდგა, განსაკუთრებით მისი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დღეებში. რუსეთის მცდელობების ფონზე, გენოციდურ ომში გაანადგუროს უკრაინელები, საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ უკრაინის მიმართ ქმედითი სოლიდარობის არარსებობა პოლიტიკური უნამუსობაა.

რუსულ აგრესიასთან ჩვენს დაპირისპირებასა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციაში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა პასუხობს არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებსაც“, – აცხადებს იგი.

ლავროვის განცხადება და თბილისის რეაქცია

18 იანვარს, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო:

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა და დაამატა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ იქნებოდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი