ბათუმის 79 ოლქის 29-ე უბანზე ,,გაზეთმა ბათუმელებმა’’ დააფიქსირა ხმის მისაცემად მისული მოქალაქე (გვანცა ინაკავაძე, საცხოვრებელი მისამართი მელიქიშვილის ქ. #42), რომელსაც უკვე ჰქონდა მარკირება გავლილი. ის აცხადებდა, რომ ხელის ჩამორთმევის დროს წაეცხო მარკირების სითხე.
უბნის კომისიის თავმჯდომარემ ,,გაზეთ ბათუმელების,, შენიშვნა გაითვალისწინა და მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალება არ მისცა.