ახალი ამბები

ვეთანხმები პრეზიდენტს, ამიტომ, იმედი მაქვს, გვარამიას შეიწყალებს – იუკნევიჩიანე

19 იანვარი, 2023 • 989
ვეთანხმები პრეზიდენტს, ამიტომ, იმედი მაქვს, გვარამიას შეიწყალებს – იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი მეორედ მიიღოს.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად ეთანხმება და იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი შეიწყალებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას.

ამასთან, იუკნევიჩიანე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ ევროპარლამენტარებმა გვარამის შეწყალების თხოვნით წერილი მას ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში გაუგზავნეს.

„მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტს. ამიტომ, იმედი მაქვს, ის შეიწყალებს ნიკა გვარამიას. ამის შესახებ პრეზიდენტს წერილი ევროპარლამენტარებმა გასული წლის ნოემბერში გაუგზავნეს.

საქართველო ევროპაა, მაგრამ საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო“, – დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტარმა.


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო სრულყოფილი არ არის, თუმცა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი მეორედ მიიღოს.

ამის შესახებ მან ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, სტატუსის მინიჭება რუსეთისთვის გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელსაც მართალია, ნატო-ს მეხუთე მუხლი არ ფარავს, თუმცა მას არ შეუძლია აქ ისე მოიქცეს, როგორც სურს.

სრულყოფილები არ ვართ, მაგრამ არ გვაქვს ფუფუნება, სტატუსზე უარი მეორედ მივიღოთ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი