ახალი ამბები

სრულყოფილები არ ვართ, მაგრამ არ გვაქვს ფუფუნება, სტატუსზე უარი მეორედ მივიღოთ – ზურაბიშვილი

18 იანვარი, 2023 • 942
სრულყოფილები არ ვართ, მაგრამ არ გვაქვს ფუფუნება, სტატუსზე უარი მეორედ მივიღოთ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო სრულყოფილი არ არის, თუმცა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი მეორედ მიიღოს.

ამის შესახებ მან ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, სტატუსის მინიჭება რუსეთისთვის გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელსაც მართალია, ნატო-ს მეხუთე მუხლი არ ფარავს, თუმცა მას არ შეუძლია აქ ისე მოიქცეს, როგორც სურს.

“ცხადია, ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს. ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული გზავნლი რუსეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ არ არსებოს ნაცრისფერი ხაზი, სუსტი წერტილი, სადაც რუსეთი თავისი ძალების დემონსტრირებას შეძლებს, თუ უკრაინაში მისი დამცირება გაგრძელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.