ახალი ამბები

გადასატანი ყუთის ხმები შესაძლოა გაუქმდეს

30 მაისი, 2010 • • 1307
გადასატანი ყუთის ხმები შესაძლოა გაუქმდეს

ბათუმის 79-ე  ოლქის 31-ე საარჩევნო უბანზე ,,გაზეთმა ბათუმელებმა’’ მოითხოვა  იმ 13 ამომრჩევლის განცხადებები, რომლებთანაც გადასატანი ყუთით წაიღეს ბიულეტენები.  უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ განცხადებები იყო ოლქში. ეჭვის გაქარწყლების მიზნით, უბნის თავმჯდომარემ გააკეთა ზარი ოლქში, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განცხადებები არც ოლქში იყო დაცული.

გადასატანი ყუთით გატანილი  17 ბიულეტენი გამოითხოვეს უკან. ,,გაზეთი ბათუმელების’’  მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა ფაქტი, რომ არ არსებობდა გადასატანი ყუთით ბიულეტენების გადატანის საფუძველი.  ამ დროისათვის მიდის მსჯელობა გაბათილდეს თუ არა ბიულეტენები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი