უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას განცხადება მიუძღვნა.
„ვახტანგ კიკაბიძე – მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო. დიადი ხალხის დიადი კაცი. ყველასთვის სამაგალითო, ლეგენდარული ადამიანი.
ნათელი ხსოვნა ხელოვანს, ვუსამძიმრებ მის საყვარელ ადამიანებს,“ – წერს ზელენსკი ფეისბუკზე.
დღეს 15 იანვარს 84 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.