ახალი ამბები

უამინდობის გამო შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები – რკინიგზა

12 იანვარი, 2023 • 1137
უამინდობის გამო შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო ძაბვის პრობლემები იქმნება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

„დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი