ამერიკულმა კომპანია “მაქსარმა” [ maxar] 12 იანვარს გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავს ნგრევის მასშტაბს უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სოლედარში.

მარცხენა ფოტო 2022 წლის 1 აგვისტოსაა გადაღებული, მარჯვენა კი, 2023 წლის 10 იანვრის შემდეგ და Maxar -ის ცნობით ასახავს რუსეთ-უკრაინის ბრძოლის მასშტაბებს. “ფოტოზე ნაჩვენებია საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც მთლიანად განადგურებულია”, – წერს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია ტვიტერზე.
Before (Aug 1, 2022) & after (Jan 10, 2023) #satellite imagery showing the magnitude of the ongoing fighting between Russian & Ukrainian forces. Shown here is the town of #Soledar, #Ukraine (lat: 48.6796, long:8.0947) & the apartment buildings that have been completely destroyed. pic.twitter.com/X6rUbDoFXg
— Maxar Technologies (@Maxar) January 11, 2023







