ახალი ამბები

უამინდობის გამო თბილისში დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაყარეს

9 იანვარი, 2023 • 3896
უამინდობის გამო თბილისში დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაყარეს

თბილისში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფმა“ გზის გასაწმენდად თბილისის მასშტაბით დაახლოებით 160 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა.

„ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორის დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც.

მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში“, – აცხადებს თბილისის მერია.

მათივე განცხადებით, საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაოები  კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
თბილისში თოვს – 9-12 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი