ახალი ამბები

თბილისში თოვს – 9-12 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს

9 იანვარი, 2023 • 837
თბილისში თოვს – 9-12 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. 

სააგენტო იუწყება, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერტაურის კლებამ -3, -5 გრადუსამდე შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერერატურის -10 გრადუსამდე დაცემამ- თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი ნათესების განადგურება. 

თბილისსა და მის შემოგარენში 9 იანვრის ღამიდან უკვე თოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი