ახალი ამბები

შსს-მ ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

4 იანვარი, 2023 • 1902
შსს-მ ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების საფუძველი გახდა მედიის მიერ აღნიშნულის შესახებ გავრცელებული ცნობები. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 4 იანვარს გაავრცელა პროსახელისუფლებო ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) სიძის, გიგიშა შარაშიძის კომენტარი.

შარაშიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს თბილისში, ერთ-ერთ აფთიაქში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვანო მერაბიშვილს ამ საკითხზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი