ახალი ამბები

არჩევნები საპრყობილეებში

30 მაისი, 2010 • • 1064
არჩევნები საპრყობილეებში

საქართველოს მასშტაბით 3000 ადამიანი აძლევს ხმას იმ ხუთ საპყრობილეში, სადაც მიმდინარე არჩევნებს აკვირდება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, მნიშნელოვანი დარღვევები საპრყობილეში არ დაფიქსირებულა. თუმცა დამკვირვებლებს, რომლებიც საპრყობილეებში იმყოფებიან, არ აქვთ თან ტელეფონები, ისინი არ შეუშვეს ციხეებში მობილურებით და სხვა ტექნიკით. მიზეზად კი ციხეში არსებული წესები დაასახელეს.

ვახტანგ კობალაძის თქმით, რამდენიმე პრობლემა საარჩევნო უბანზე მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჩივარი დააფიქსირეს.

კერძოდ, საუბარია ხელვაჩაურის ერთ უბანზე, სადაც არ იყო სათანადოდ მოწყობილი საარჩევნო უბანი.

ორგანიზაციას მთავარ პრობლემად ამომრჩეველთა რაოდენობა მიაჩნია. კერძოდ, 3000 ამომრჩევლიდან, რომელიც 5 საპყრობილეში აძლევს ხმას, ნაწილი ადმინისტრაციის თანამშრომელია. კობალაძე მიიჩნევს, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა და შეუსაბამობაა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გაწერილია, თუ ვინ შედის სპეციალურ სიებში. მათ შორის არ არის ციხის ადმინისტრაცია, რადგან მათ შუეძლიათ გარეთ გამოვიდნენ და საცხოვრებელ უბნებზე მისცენ ხმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი