ახალი ამბები

არ შეიწყალოთ სააკაშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

28 დეკემბერი, 2022 •
არ შეიწყალოთ სააკაშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციაზე გამომსვლელთა შორის არიან ია მეტრეველი (ენმ-ის მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა), დაჩი ცაგურია (ყოფილი ოპოზიციონერი აქტივისტი, ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორი), ლალი მოროშკინა და სხვები.

სიტყვით გამომსვლელებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. დაახლოებით 16:10 საათისთვის მათი ნაწილი ადმინისტრაციის ეზოში შევიდა.

ამადე დროს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა რეზიდენციის ეზოში და სიტყვით მიმართა დემონსტრანტებს:

„აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, ის ადამინები, ვინც ავრცელებენ ჩემზე თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში“?..

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი