საზოგადოება

„მე შევიწყალე მურუსიძე და ჩინჩალაძე?!“… – ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

28 დეკემბერი, 2022 • 4883
„მე შევიწყალე მურუსიძე და ჩინჩალაძე?!“… – ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის ეზოში შევიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტი გამოვიდა და მათ მიმართა.

„აქ რომ მოვარდით“ … – ასე დაიწყო პრეზიდენტმა თავისი მიმართვა, რასაც დემონსტრანტების უარყოფითი რეაქციები და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.

„აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, ის ადამინები, ვინც ავრცელებენ ჩემზე თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში?! სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?! სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? სად იყვნენ ისინი, ვინც დღეს ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ?! იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ ისინი, ვინც მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან, მე რას, როდის გავაკეთებ და რატომ… ვინ შეიწყალა?! მე შევიწყალე ჩინჩალაძე? მურუსიძე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება?! და სადა ხართ?! როდის გააპროტესტეთ?!“

ამის შემდეგ პრეზიდენტმა დემონსტრანტების გარემოცვა დატოვა და ადმინისტრაციაში დაბრუნდა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციაზე გამომსვლელთა შორის არიან ია მეტრეველი (ენმ-ის მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა), დაჩი ცაგურია (ყოფილი ოპოზიციონერი აქტივისტი, ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორი), ლალი მოროშკინა და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი