ახალი ამბები

ბიულეტენების რაოდენობა

30 მაისი, 2010 • • 1248
ბიულეტენების რაოდენობა

ბიულეტენების რაოდენობა ზოგიერთ  საარჩევნო უბანში  აჭარბებს რეგისტრიტებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, უმეტესად კი, პირიქით, ნაკლებია: მეცხრე ოლქის (ნაძალადევი) 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფ 1219 ადამიანზე სხვადასხვა სახის 1150 ბიულეტენი მოდის, ჩუღურეთის რაიონის #7 საარჩევნო უბანში 1350 ბიულეტენი 1450 ამომრჩეველზე უნდა გადანაწილდეს. საბურთალოს რაიონის #15 უბანში 1364 ამომრჩეველმა 1250 ბიულეტენი უნდა იმყოფინოს. ნაძალადევის ოლქის #44– ში 1500-მდე ამომრჩევლისთვის 4000 ბიულეტენია გათვალისწინებული.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ბიულეტენებსა და რეგისტრირებულ ამომარჩეველთა რაოდენობას შორის სხვაობა 50-ს არ უნდა აჭარბებდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი