ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

ამ თანამდებობაზე მაია ომიაძე დაინიშნა.

იგი ეკონომიკის სამინისტრომ დღეს წარადგინა.

მანამდე მაია ომიაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.