ახალი ამბები

უკრაინული დრონის შეტევას 800 კმ-ით მოშორებულ რუსულ ბაზაზე 3 სამხედრო ემსხვერპლა

26 დეკემბერი, 2022 •
უკრაინული დრონის შეტევას 800 კმ-ით მოშორებულ რუსულ ბაზაზე 3 სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ქალაქ ენგელსში, სამხედრო ბაზაზე, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ჩამოვარდნილი დრონის ნარჩენებმა რუსეთის სამი სამხედრო იმსხვერპლა.

როგორც BBC რუსულ მხარეზე დაყრდნობით იტყობინება, უკრაინული დრონი დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და სამხედრო ბაზასთან მიახლოებისას სირენები ჩაირთო.

ქალაქი ენგელსი უკრაინიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში, სარატოვის ოლქში მდებარეობს. უკრაინის მიერ კონტროლირებადი უკიდურესი წერტილიდან რუსეთის ქალაქ ენგელსამდე დაახლოებით 800 კილომეტრია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელების მსგავს საჰაერო შეტევას ასევე 3 სამხედრო ემსხვერპლა რიაზანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 200 კილომეტრში მდებარეობს. ამ საკითხზე უკრაინა ჯერჯერობით დუმს.

ცნობილია, რომ რიაზანისა და ენგელსის სამხედრო ბაზებს რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად.

მასალების გადაბეჭდვის წესი