ახალი ამბები

ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს – ზურაბიშვილი

25 დეკემბერი, 2022 • 804
ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.

„ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის.

ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას!,“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი