ახალი ამბები

პუტინმა ციხეში ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა – სააკაშვილის წერილი ფეიგინს

24 დეკემბერი, 2022 • 1164
პუტინმა ციხეში ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა – სააკაშვილის წერილი ფეიგინს

რუსმა ბლოგერმა და პუტინის კრიტიკოსმა, მარკ ფეიგინმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი წერს, რომ პუტინმა გასცა ციხეში მისი მოკვლის ბრძანება. აღნიშნული ხელნაწერი წერილის ფოტო ფეიგინმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“პუტინმა ნამდვილად გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა ზუსტად დაადგინეს, რომ მე ციხეში მომწამლეს და ყველა ჩემი სიმპტომის გამომწვევი ეს გახდა. ვცდილობ გავუძლო”, – წერს სააკაშვილი.

წერილის გამოქვეყნებასთან ერთად ფეიგინი წერს: “თუ არაფერს მოვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება”.

წერილის ავთენტურობის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი