ახალი ამბები

დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 დეკემბერი, 2022 • 798
დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს თქმით, მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა.

„პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. უწყების თქმით, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ​

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი