ახალი ამბები

ვიხილეთ უნიჭო სიმულაცია – კობახიძე სააკაშვილზე

22 დეკემბერი, 2022 • 955
ვიხილეთ უნიჭო სიმულაცია – კობახიძე სააკაშვილზე

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ, 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოსახლეობამ იხილა უნიჭო სიმულაცია.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილი საავადმყოფოდან დისტანციურად ჩართეს.

„ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ და ეს იყო ორი დღის წინ გადაღებული კადრები. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონის კლება.

ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ამ ვიზუალიდან, დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებას, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერც ერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის ცალსახა სიმულაცია და არის ძალიან უნიჭო სიმულაცია, მათ შორის ის, რაც ვიხილეთ დღეს სატელევიზიო ეთერში“, — თქვა კობახიძემ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, კლინიკიდან დისტანციურად ჩართეს. აღნიშნულ საკითხზე აქამდე უკვე გაიმართა ორი სხდომა, თუმცა ექსპრეზიდენტი არცერთ პროცესს არ დასწრებია.

უყურეთ პირდაპირ ეთერს აქ:

სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი