საზოგადოება

სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართეს

22 დეკემბერი, 2022 • 7322
სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, კლინიკიდან დისტანციურად ჩართეს. აღნიშნულ საკითხზე აქამდე უკვე გაიმართა ორი სხდომა, თუმცა ექსპრეზიდენტი არცერთ პროცესს არ დასწრებია.

პირველ შემთხვევაში კლინიკა “ვივამედმა” არ გასცა მისი ტრანსპორტირების რეკომენდაცია, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო და მოსამართლე გიორგი არევაძემ შემდეგ სხდომაზე მისი დისტანციურად ჩართვა მოითხოვა, თუმცა პენიტენციურმა განაცხადა, რომ კლინიკაში შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვთ, რის გამოც სააკაშვილი პროცესს დისტანციურად ვერ დაესწრებოდა.

თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერს სასამართლო სხდომიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი