ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილება სპეციალურ უბნებზე

30 მაისი, 2010 • 1184
სასამართლოს გადაწყვეტილება სპეციალურ უბნებზე

წუხელ გვიან ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ერთ-ერთი პარტიის სარჩელი. გადაწყვეტილების   მიხედვით სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლებს მაჟორიტარ კანდიდატებზე ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ. შესაბამისად, არც ერთმა ასეთმა საარჩევნო უბანმა ბიულეტენები მაჟორიტარული კენჭისყრისთვის არ უნდა გახსნას. ბათუმის სპეციალურ უბანზე, სადაც ასეთი ბიულეტენების კონვერტი გახსნეს,  მივიდა საოლქო კომისიის თავმჯდომარე, დალუქეს ბიულეტენები და წაიღეს საოლქო კომისიაში. უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ იცოდა, თუმცა შეეშალა და ბიულეტენები ამიტომ გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი