ახალი ამბები

ნაცმოძრაობის კოორდინატორები უბნებთან

30 მაისი, 2010 • • 1102
ნაცმოძრაობის კოორდინატორები უბნებთან

31-ე უბანთან
31-ე უბანთან

ბათუმში, ყველა საარჩევნო უბანთან ახლოს, 5-7 კაციანი ჯგუფი, ანუ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები მუშაობენ. ნაცმოძრაობის კოორდინატორები უბანთან მოსულ ამომრჩეველთა ნაწილს ელაპარაკებიან. ქალების ჯგუფებს ხელში აქვთ ფურცლები (ამ ჯგუფებში, ძირითადად, ქალები არიან,  მათი ზედამხედველი კი, ძირითადად, მამაკაცია), რომელშიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩევლებს და მათი გვარების გასწვრივ აკეთებენ აღნიშვნებს.

30-ე უბანთან
30-ე უბანთან

ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანში “ალიანსის” დამკვირვებელმა გააპროტესტა ამ ჯგუფის უბანთან სიახლოვე. უბნის თავმჯდომარის მითითების შემდეგ, კოორდინატორების ჯგუფი უბანს დაახლოებით 2 მეტრით მოშორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი