12 საათსა და 15 წუთზე, ბათუმის 79 ოლქის 30-ე უბანზე კენჭისყრა დროებით შეფერხდა. შეფერხება გამომოიწვია ამომრჩევლებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და ალიანსის დამკვირვებლებს შორის უთანხმოებამ.
კერძოდ, კომიისის წევრები და 10-მდე ამომრჩეველი აპროტეტსტებდნენ ალიანსის წევრების მხრიდან ამომრჩევლებისთვის ფოტოსურათების გადაღებას.
ამ უბანზე დამონტაჟებულია ვიდეო თვალი. ამომრჩეველს ეს არ გაუპროტესტებია.
კომისიისთვის ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებით საჩივარით არც ერთ ამომრჩეველს არ მიუმართავს.
ამ ეტაპზე კენჭისყრა განახლდა, თუმცა ალიანსის დამკვირვებელი თითქმის აღარ იღებს ფოტოსურათებს.