ახალი ამბები

107 მოთხოვნა გადამტან ყუთებზე რამდენიმე ნომრიდან

30 მაისი, 2010 • • 1166
107 მოთხოვნა გადამტან ყუთებზე რამდენიმე ნომრიდან

ოზურგეთის ოლქის 23–ე საარჩევნო უბანზე 107 განაცხადი იყო დაფიქსირებული გადასატანი ყუთებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელომ” გადაამოწმა სატელეფონო ზარები, საიდანაც განაცხადებზე შევიდა მოთხოვნა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, გადამოწმების შედეგადად დაადგინეს, რომ განაცხადების უმრავლესი ნაწილი ხუთი სატელეფონო ნომრიდან იყო  შესული.

ხუთი სატელეფონო  ნომრიდან 2 მათგანს, მათივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათ დაადასტურეს, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები იყვნენ და თავად ითხოვეს გადასატანი ყუთებით სარგებლობა სხვა ადამიანებისთვის, რომელთაც ეს სჭირდებოდათ.

ერთ–ერთი კოორდინატორის სახელი და გვარი ცნობილია, ეს არის გელა კალანდარიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი