ახალი ამბები

თბილისში, პეკინის ქუჩაზე საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს

14 დეკემბერი, 2022 • 4211
თბილისში, პეკინის ქუჩაზე საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს.

პირველადი ინფორმაციით, ბანკში, სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული ნიღბიანი კაცი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებს ფული გამოსძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ განცახდებას არ აკეთებენ.

ნეტგაზეთი სამინისტროში ცდილობს დამატებითი დეტალების დადგენას.

განახლება  – 15 დეკემბერი, 10:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი