ახალი ამბები

პირი, რომელმაც გუშინ საქართველოს ბანკი დააყაჩაღა, დაკავებუალია – შსს

15 დეკემბერი, 2022 • 1533
პირი, რომელმაც გუშინ საქართველოს ბანკი დააყაჩაღა, დაკავებუალია – შსს

პოლიციამ 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. საქართველოს ბანკზე ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავა.

დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ის რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი