ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, შენარჩუნებისა და მინიჭების ვადები გახანგრძლივდება

13 დეკემბერი, 2022 • 900
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, შენარჩუნებისა და მინიჭების ვადები გახანგრძლივდება

პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადის ორი წლით გაგრძელებას.

ცვლილებების შესახებ დღეს, 13 დეკემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შედის, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის.

ამასთანავე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი