ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში McDonald’s-ის რუსული ანალოგი “Вкусно — и точка”გაიხსნება

13 დეკემბერი, 2022 • 1610
აფხაზეთში McDonald’s-ის რუსული ანალოგი “Вкусно — и точка”გაიხსნება

აფხაზეთში იგეგმება მაკდონალდსის რუსული ანალოგის “ვკუსნო ი ტოჩკა” [“Вкусно — и точка”] გახსნა. კომპანიის ფრანჩაიზი უკვე ნაყიდი აქვს აფხაზეთს და ქსელი 2023 წელს დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ რია-ნოვოსტისთან ოლეგ ბარციცმა, ვაჭრობის საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.

“ბევრ კომპანიას, გარკვეული დასავლური სტრუქტურების წასვლის შემდეგ, ხელს არაფერი უშლის აითვისოს საინვესტიციო, მათ შორის აფხაზეთის ბაზარი, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია კანონმდებლობისა და გადასახადების თვალსაზრისით”, – განაცხადა ბარციცმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ, სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად, McDonald’s -მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა და რუსეთიდან გავიდა. ბიზნესის ლიცენზია რუსულმა სარესტორნე კომპანიამ იყიდა, რომელმაც მოგვიანებით გახსნა ახალი ბრენდი McDonald’s-ის ანალოგი  “Вкусно — и точка”.

მასალების გადაბეჭდვის წესი