ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ენმ-ის ინიციატივას უკრაინაში დაღუპული მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარებაზე

6 დეკემბერი, 2022 • 815
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ენმ-ის ინიციატივას უკრაინაში დაღუპული მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარებაზე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს  უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების პაკეტით სარგებლობას.

კომიტეტში განხილვა 5 დეკემბერს გაიმართა.

ენმ-ის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დახმარების პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ.

ენმ-ის ინიციატივა, მათ შორის, გულისხმობს ერთჯერად 100 ათასი ლარის ოდენობით დახმარებას და სხვა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი